მესიმ „ბარსელონას“ გაშვება მოსთხოვა, კატალონიური კლუბი - 700 მილიონზე ნაკლებად ვერ შეველევით
ლიონელ მესიმ „ბარსელონას“ კონტრაქტის პირობების გათვალისწინებით კლუბიდან გაშვება სთხოვა.
როგორც ჩანს, არგენტინელი ვარსკვლავი წარუმატებელი სეზონის შემდეგ „ბარსას“ დატოვებას აპირებს. თუმცა ეს არც ისე მარტივია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს.
მესის კონტრაქტში არის პუნქტი, რომელიც ლეოს აძლევს უფლებას გუნდი დატოვოს. თუმცა ბარსელონელები მის გაშვებას არ აპირებენ, კლუბის ოფიციალური პირების თქმით მესის გუნდის დატოვება მხოლოდ სეზონის დასრულების შემდეგ, ყოველი წლის 10 ივლისამდე შეეძლო. სხვა დროს ლეოს მსურველ გუნდს 700 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს.
ლიონელ მესის აგენტებს კონტრარგუმენტი მოჰყავთ – მიმდინარე სეზონი კორონავირუსის გამო 10 ივლისამდე ვერ დასრულდა. შესაბამისად, კონტრაქტიც ხელახლა გადასახედია.
ისღა დაგვრჩენია, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. შეგახსენებთ, რომ მესის გადაბირების სურვილს ინგლისური „მანჩესტერ სიტი“ გამოთქვამს.