„ბარსელონასა“ და არგენტინის ნაკრების ფორვარდი ლიონელ მესი დარწმუნებული არ არის, რომ მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატზე ითამაშებს.
„არ ვიცი, ვიქნები თუ არა ყატარში მსოფლიოს ჩემპიონატზე“, – მოჰყავს „ფოქს სპორტს“ არგენტინელის სიტყვები. – „ყველაფერი ღმერთის ხელშია. ფიზიკურად თავს შესანიშნავად ვგრძნობ, მაგრამ უკვე თითქმის 32 წლის ვარ. არ ვიცი, როგორი იქნება მომავალში ჩემი თამაში. ბევრი რამ შეიძლება მოხდეს. იმედი მაქვს, თავიდან ავიცილებ სერიოზულ ტრავმებს“.
2022 წელს, მსოფლიოს ჩემპიონატი ყატარში გაიმართება და ის პირველად ჩატარდება ზამთარში.