მესიმ „ალ-ჰილალის“ ხელმძღვანელებს ტრანსფერის 2024 წლამდე გადადება სთხოვა #1TVSPORT
არგენტინელმა თავდამსხმელმა, ლიონელ მესიმ საუდის არაბეთის კლუბ „ალ-ჰილალის“ წარმომადგენლებს ტრანსფერის 2024 წლამდე გადადება სთხოვა, – იუწყება Goal-ი.
გამოცემის ინფორმაციით, მესის აგენტებმა და „ალ-ჰილალის“ მენეჯერებმა გარიგების ერთი წლით გადადების შესხებ მოლაპარაკება უკვე გამართეს, რადგან არგენტინელს „ბარსელონაში“ დაბრუნება სურს.
შეგახსენებთ, რომ ლიონელ მესიმ პსჟ დატოვა და თანამედროვე ფეხბურთის ლეგენდა თავისუფალი აგენტის სტატუსს 30 ივნისს მოიპოვებს.
კატალონიურ კლუბში მესი 2005-2021 წლებში თამაშობდა და მთელი ეპოქა შექმნა. არგენტინელმა „ბარსელონას“ შემადგენლობაში 778 მატჩი გამართა, გაიტანა 762 გოლი და 303 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.