მესიმ ახალი რეკორდი დაამყარა - კრიშტიანო რონალდოს გაუსწრო ევროპაში საკლუბო დონეზე გატანილი გოლებით #1TVSPORT
მესიმ ახალი რეკორდი დაამყარა - კრიშტიანო რონალდოს გაუსწრო ევროპაში საკლუბო დონეზე გატანილი გოლებით #1TVSPORT

„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდმა, ლიონელ მესიმ კრიშტიანო რონალდოს რეკორდი გააუმჯობესა ევროპაში საკლუბო დონეზე გატანილი გოლების რაოდენობით.

არგენტინელმა საფრანგეთის ჩემპიონატის 30-ე ტურში „ნიცას“ (2:0) წინააღმდეგ გაიტანა. მესისთვის ეს იყო 702-ე გოლი ევროპაში საკლუბო დონეზე. ამ მაჩვენებლით მან კრიშტიანო რონალდოს (701) გაუსწრო. ამასთან, მესის რეკორდისთვის 105-ით ნაკლები მატჩი დასჭირდა.

ამ სეზონში არგენტინელმა ფორვარდმა ყველა ტურნირში 33 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 18 გოლი გაიტანა და 17 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.