„ბარსელონას“ კაპიტანმა ლიონელ მესიმ TyC Sports-თან ინტერვიუში აღიარა, რომ საკუთარ სახლში ლეგენდარული ფრანგის, მადრიდის „რეალის“ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელის, ზინედინ ზიდანის მაისურს ინახავს.
„არასოდეს ვთხოვ მაისურებს სხვა ფეხბურთელებს და ყოველთვის ვაძლევ საკუთარ ფორმას მათ, ვინც მთხოვს. თუმცა, მახსოვს, ერთხელ მაისური ზინედინ ზიდანს ვთხოვე და დღემდე ვინახავ მას. თუ მოწინააღმდეგის გუნდში არგენტინელი თამაშობს, მას ჩემს მაისურს ვჩუქნი. მაგრამ თუ არავინ მოდის თხოვნით, მეც არ მივდივარ მათთან სპეციალურად“, – განაცხადა მესიმ.
ამ სეზონში არგენტინელმა ფეხბურთელმა „ბარსელონას“ რიგებში 11 ოფიციალურ მატჩში ცხრა გოლი გაიტანა და ხუთი შედეგიანი პასი შეასრულა.