„ბარსელონას“ კაპიტანმა ლიონელ მესიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ 2016 წელს ახლოს იყო კატალონური კლუბიდან წასვლასთან.
იმ პერიოდში, არგენტინელი ფეხბურთელი და მამამისი ბრალდებულად სცნეს გადასახადების დამალვაში. ლაპარაკი იყო 4.1 მილიონ ევროზე, რომელიც მესიმ 2007-09 წლებში მიიღო.
„წასვლაზე ვფიქრობდი, მაგრამ არა იმიტომ, რომ „ბარსელონაში“ აღარ მინდოდა, არამედ, ესპანეთიდან მსურდა წასვლა. ვგრძნობდი, რომ ცუდად მომექცნენ და აღარ მინდოდა აქ დარჩენა. მე არასოდეს მქონია ოფიციალური წინადადები, რადგან ყველამ იცოდა ჩემი იდეა აქ დარჩენაზე. ეს ძალიან რთული დრო იყო ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის, ხალხმა თითქმის არაფერი იცის იმაზე, რა ხდებოდა იმ მომენტში. მაგრამ, ახლა, ჩემი მიზანია – კარიერა „ბარსელონაში“ დავასრულო“, – მოჰყავს მესის სიტყვები „მირორს“.
ლიონელ მესი „ბარსელონაში“ 2003 წლიდან თამაშობს.