კვლევითმა ორგანიზაციამ CIES Football Observatory ევროპის ხუთ წამყვან ლიგაში მოთამაშე ფეხბურთელების გამოსვლის ეფექტურობისა და ხარისხის რეიტინგი შეადგინა.
ამ სიაში მოხვდნენ ფეხბურთელები, რომლებმაც სეზონში მინიმუმ 1800 წუთი გაატარეს მოედანზე. აღსანიშნავია, რომ კლასიფიკაციაში ვერ მოხვდა “პარი სენ-ჟერმენის” ფორვარდი ნეიმარი, რომელსაც ტრავმის გამო, მხოლოდ 1797 წუთი მოუწია თამაში.
პირველი ადგილზე გავიდა “ბარსელონას” ფორვარდი ლიონელ მესი, რომლის სარგებლიანობის კოეფიციენტი უდრის 92.12 ქულას. “რეალის” ლიდერი კრიშტიანუ რონალდუ მე-16 ადგილზეა 88.58 ქულით.
ევროპის TOP5 ჩემპიონატების ყველა ეფექტური მოთამაშეების ტოპ-ოცეული:
1. ლიონელ მესი (ბარსელონა) – 92,12
2. დავიდ სილვა (მანჩესტერ სიტი) – 91,69
3. პაულო დიბალა (იუვენტუსი) – 91,37
4. სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი) – 90,48
5. ნიკოლას ოტამენდი (მანჩესტერ სიტი) – 90,47
6. მოჰამედ სალაჰი (ლივერპული) – 90,45
7. ფერნანდინიო (მანჩესტერ სიტი) – 90,45
8. კევინ დე ბრუინი (მანჩესტერ სიტი) – 90,14
9. რაჰიმ სტერლინგი (მანჩესტერ სიტი) – 89,76
10. რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი) – 89,61
11. კალიდუ კულიბალი (ნაპოლი) – 89,17
12. ჰარი კეინი (ტოტენჰემი”) – 89,02
13. ხამეს როდრიგესი (ბაიერნი) – 88,97
14. ჟორჟინიო (ნაპოლი) – 88,74
15. მირალემ პიანიჩი (იუვენტუსი) – 88,67
16. კრიშტიანუ რონალდუ (რეალი) – 88,58
17. ლორენცო ინსინიე (ნაპოლი) – 88,58
18. მარეკ ჰამშიკი (ნაპოლი) – 88,53
19. რაულ ალბიოლი (ნაპოლი) – 88,46
20. ივან რაკიტიჩი (ბარსელონა) – 88,18