მესი, რამოსი და სუარესი იგლესიასის ახალ კლიპში გადაიღეს [ვიდეო]
01:45, 31.05.2020
მადრიდის „რეალისა“ და კატალონიის „ბარსელონას“ ფეხბურთელები ესპანელი მომღერლის ენრიკე იგლესიასის ახალ კლიპში გადაიღეს სიმღერაზე – Futbol y Rumba.
გადაღებებში მონაწილეობა მიიღეს მადრიდული კლუბის მცველმა სერხიო რამოსმა და „ბარსელონას“ ფორვარდებმა – ლიონელ მესიმ და ლუის სუარესმა.
ესპანეთში სეზონი სევილიური დერბით (სევილია-ბეტისი) დაბრუნდება. თამაშები ყოველ დღე, 32 დღის განმავლობაში გაიმართება. ამასთან, თამაშებს შორის, გუნდებს მინიმუმ 72 საათი ექნებათ დასვენებისთვის.