მესი პსჟ-ის დატოვებით დაიმუქრა, თუ პარიზელები კრიშტიანო რონალდოს შეიძენენ #1TVSPORT
„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდი ლიონელ მესი პარიზულ კლუბში „მანჩესტერ იუნაიტედის“ თავდამსხმელის კრიშტიანო რონალდოს გადასვლის წინააღმდეგია.
ამის შესახებ დაწერა კატალონურმა გამოცემა El Nacional-მა.
წყაროს ცნობით, მესი მზად არის დატოვოს საფრანგეთის ჩემპიონის რიგები, თუ გუნდში რონალდოს გადაიყვანენ. ამასთან, თავად კრიშტიანო არ არის წინააღმდეგი არგენტინელთან დუეტში თამაშზე.
აღნიშნავენ, რომ „პარი სენ-ჟერმენის“ პრეზიდენტი ნასერ ალ-ჰელაიფი უახლოეს ზაფხულში აპირებდა კრიშტიანო რონალდოს შეძენას.