გაერთიანებული ერების ორგანიზაციის „ტვიტერში“ გაჩნდა საინტერესო გრაფიკა, რომელშიც შედარებულია ერთმანეთთან “ბარსელონას” ფორვარდის ლიონელ მესისა და TOP7 ქალთა ლიგის ყველა ფეხბურთელის ხელფასი.
როგორც ირკვევა, მესის ყოველწლიური ანაზღაურება ყველანაირი ბონუსის გათვალისწინებით 84 მილიონ დოლარს შეადგენს, იმ დროს, როცა ტოპ-7 ლიგის 1693 ქალი ფეხბურთელის ჯამური ხელფასი ორჯერ ნაკლებია – 42.6 მილიონი დოლარი წელიწადში. ეს მონაცემები ეფუძნება ავტორიტეტული ამერიკული ჟურნალის Forbes-ის კვლევას.
გრაფიკა მომზადებულია იმ კამპანიის ფარგლებში, რომელიც მიმართულია სპორტში ქალებისთვის შრომის თანაბარი ანაზღაურებისთვის ბრძოლისკენ.
მარტში აშშ-ის ქალ ფეხბურთელთა ნაკრებმა სასამართლოში უჩივლა ფეხბურთის ეროვნულ ფედერაციას და მოითხოვა მამაკაც ფეხბურთელებთან გათანაბრებული ხელფასი.