ავტორიტეტულმა ფრანგულმა გამოცემა „ფრანს ფუტბოლმა“ მკითხველებს უამბო იმ საუბრის შესახებ, რომელიც შარშანდელი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში „ბარსელონას“ „ლივერპულთან“ (0:4) წაგების შემდეგ ლიონელ მესისა და ნეიმარს შორის შედგა.
არგენტინელმა ბრაზილიელს WhatsApp-ში მიწერა: „მხოლოდ ერთად შევძლებთ ჩემპიონთა ლიგის მოგებას. მინდა, რომ დაბრუნდე. ორი წლის შემდეგ წავალ, შენ მარტო დარჩები და ჩემს ადგილს დაიკავებ“.
შეგახსენებთ, რომ ნეიმარი „ბარსელონაში“ 2013-17 წლებში თამაშობდა, რის შემდეგაც „პარი სენ-ჟერმენში“ გადავიდა სარეკორდო თანხად – 222 მილიონ ევროდ. ბრაზილიელმა ძალიან მალე ინანა თავისი საქციელის გამო და მოინდომა კატალონიაში დაბრუნება, მაგრამ „ბარსელონამ“ ვერ დააკმაყოფილა პარიზული კლუბის ფინანსური მოთხოვნები.