ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS) დაასახელა 2021 წლის სიმბოლური ნაკრები.
გუნდი შეადგინეს 4-3-3 სისტემით და მასში მოხვდნენ:
მეკარე – ჯანლუიჯი დონარუმა (პარი სენ-ჟერმენი);
მცველები – აშრაფ ჰაკიმი (პარი სენ-ჟერმენი), ლეონარდო ბონუჩი (იუვენტუსი), რუბენ დიაში (მანჩესტერ სიტი), ალფონსო დევისი (ბაიერნი);
ნახევარმცველები – კევინ დე ბრუინი (მანჩესტერ სიტი), ჟორჟინიო (ჩელსი), კრიშტიანო რონალდო (მანჩესტერ იუნაიტედი);
ფორვარდები – ლიონელ მესი (პარი სენ-ჟერმენი), რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი), კილიან მბაპე (პარი სენ-ჟერმენი).
წლის მწვრთნელად აღიარეს რობერტო მანჩინი, რომელმაც იტალიის ნაკრებს ევრო 2020 მოაგებინა.