„ბარსელონას“ ფორვარდი ლიონელ მესი საერთო ჯგუფთან ერთად ვარჯიშებს ორშაბათს განაახლებს, – დაწერა გაზეთმა „მარკამ“.
წყაროს ცნობით, 32 წლის არგენტინელმა უკვე მოირჩინა მარჯვენა ფეხზე კუნთის ტრავმა. ბოლო დღეებში, მესი ინდივიდუალურად ვარჯიშობდა.
აღნიშნავენ, რომ ფორვარდი შეძლებს თავისი გუნდის დახმარებას სეზონის განახლების შემდეგ პირველ მატჩში – 13 ივნისს, „ბარსელონა“ „მალიორკას“ შეხვდება.
ამ სეზონში ფორვარდმა ესპანეთის ჩემპიონატში 22 მატჩი ჩაატარა და 19 გოლი გაიტანა, რასაც 12 შედეგიანი პასი დაუმატა.