„ბარსელონას“ თავდამსხმელმა, ლიონელ მესიმ შვებულება შეწყვიტა, რათა კატალონიური კლუბის ახალდანიშნულ მთავარ მწვრთნელს, რონალდ კუმანს შეხვედროდა, – იუწყება Sport.es.
წყაროს ინფორმაციით, მთავარი მწვრთნელსა და გუნდის ლიდერს შორის საუბარი ლიონელ მესის მომავალს შეეხება, რადგან არგენტინელი ფეხბურთელი „ბაიერნთან“ განცდილი გამანადგურებელი მარცხის შემდეგ, გუნდის დატოვებას გეგმავს.
აღნიშნავენ, რომ კუმანი მესის გადარწმუნებას შეეცდება და კატალონიური კლუბის ლიდერს გუნდის განვითარების გეგმას გააცნობს, რომელშიც წამყვან როლს, რა თქმა უნდა, არგენტინელი თავდამსხმელი შეასრულებს.