მესი, ჰოლანდი და დე ბრუინი - უეფა-ს ვერსიით წლის ფეხბურთელის პრემიის ნომინანტები არიან #1TVSPORT
მესი, ჰოლანდი და დე ბრუინი - უეფა-ს ვერსიით წლის ფეხბურთელის პრემიის ნომინანტები არიან #1TVSPORT

უეფა-მ გამოაცხადა ნომინანტები 2022-23 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზზე.

ფინალურ სამეულში მოხვდნენ „მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველი კევინ დე ბრუინი, მისი თანაგუნდელი ერლინგ ჰოლანდი და „პარი სენ-ჟერმენის“ ყოფილი ფეხბურთელი ლიონელ მესი, რომელიც დღეს „ინტერ მაიამის“ შემადგენლობაში თამაშობს.

ფინალისტების ტრიო აირჩიეს კლუბების მწვრთნელებმა, რომლებიც გასულ სეზონში ევროთასებზე თამაშობდნენ, უეფა-ს წევრი ქვეყნების ნაკრებების მწვრთნელებმა, აგრეთვე ჟურნალისტებმა.

გამარჯვებული გამოვლინდება 31 აგვისტოს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრისას.