„ინტერ მაიამის“ ფორვარდმა ლიონელ მესიმ აზრი გამოთქვა „მანჩესტერ სიტის“ მთავარ მწვრთნელზე პეპ გვარდიოლაზე.
„პეპ გვარდიოლა ამ სამყაროდან არ არის. ის სულ სხვაა, ხედავს ისეთ რამეებს, რასაც სხვები ვერ ამჩნევენ. მან შეცვალა ფეხბურთი, ყველას უნდოდა ჩვენი „ბარსელონას“ კოპირება. რეალურად, გვარდიოლამ ზიანი მიაყენა ფეხბურთს, რადგან ყველა ცდილობდა ისე ეთამაშა, როგორც მისი „ბარსელონა“. მაგრამ ჩვენ განსაკუთრებული გუნდი ვიყავით. მოედნის ცენტრში გვყავდა ჩავი, ინიესტა და ბუსკეტსი. გარდა ამისა, იდეალური ურთიერთობა იყო მოთამაშეებსა და მწვრთნელს შორის“, – განაცხადა მესიმ „ინტერ მაიამის“ პრესსამსახურისთვის მიცემულ ინტერვიუში.