მესი ევროპის საუკეთესო პლეიმეიკერად აღიარეს
მესი ევროპის საუკეთესო პლეიმეიკერად აღიარეს

ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის (IFFHS) საერთაშორისო ფედერაციამ გამოაქვეყნა ევროპის საუკეთესო პლეიმეიკერთა რეიტინგი.

დიდი უპირატესობით პირველობა მოიპოვა „ბარსელონას“ ფორვარდმა ლიონელ მესიმ, რომელმაც 299 ქულა დააგროვა. მეორეზე გავიდა „მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველი კევინ დე ბრუინი (85 ქულა), მესამეზე – „რეალის“ შემტევი ედენ აზარი (55).

ათეულში ასევე მოხვდნენ: რობერტო ფირმინო (ლივერპული), ბერნანდო სილვა (მანჩესტერ სიტი), დუშან ტადიჩი (აიაქსი), ფრენკი დე იონგი (ბარსელონა), კრისტიან ერიქსენი (ტოტენჰემი), ანტუან გრიზმანი (ბარსელონა), ჯორჯინიო ვიინალდუმი (ლივერპული).

ლიონელ მესი ადრე სამჯერ გამხდარა ამ გამოკითხვის გამარჯვებული – 2015, 2016 და 2017 წლებში.