„პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელები ლიონელ მესი და სერხიო რამოსი ჯერ ვერ გახდნენ მეგობრები. ამის შესახებ ესპანური გაზეთი Marca წერს ფრანგულ გამოცემა L’Equipe-ზე დაყრდნობით.
სიტუაციაში გარკვეული წყაროს ცნობით, „ბარსელონასა“ და „რეალის“ ყოფილი მოთამაშეები ვერ ივიწყებენ ელ-კლასიკოში მრავალწლიან დაპირისპირებას.
აღნიშნავენ, რომ რამოსი სწრაფად დაუმეგობრდა პარიზელთა ბევრ ფეხბურთელს, მაგრამ მესისთან ვერ ჩამოუყალიბდა თბილი ურთიერთობა.
მესი და რამოსი „პარი სენ-ჟერმენში“ 2021 წლის ზაფხულში გადავიდა. არგენტინელმა რვა მატჩი ჩაატარა და სამი გოლი გაიტანა. ესპანელს ტრავმის გამო, ჯერ არ უთამაშია პარიზელთა რიგებში.