ლიონელ მესი და კრიშტიანო რონალდო, შესაძლოა, „პარი სენ-ჟერმენისა“ და „ალ-ნასრის“ ამხანაგურ შეხვედრაში დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. როგორც გამოცემა RMC Sport-ი წერს, ეს მატჩი იანვრის შუა რიცხვებში გაიმართება.
მესის „პარი სენ-ჟერმენი“ და რონალდოს ახალი კლუბი „ალ-ნასრი“ გასული წლის იანვარში უნდა შეხვედროდენ ერთმანეთს პარიზელთა ტურნეს რანგში, რომელიც კორონავირუსის გამო გაუქმდა, მაგრამ ამ შეხვედრასთან დაკავშირებით საკონტრაქტო ვალდებულებები ძალაში დარჩა. ახლა „პარი სენ-ჟერმენმა“ უნდა დაგეგმოს მატჩი და გაემგზავროს საუდის არაბეთში იანვარში.
თამაშის თარიღი ჯერ გარკვეული არ არის – განიხილება რამდენიმე ვარიანტი.
მესისა და რონალდოს 2020 წლის დეკემბრის შემდეგ არ უთამაშიათ ერთმანეთის წინააღმდეგ. მაშინ „იუვენტუსმა“ 3:0 მოუგო „ბარსელონას“ ჩემპიონთა ლიგაზე, კრიშტიანომ კი დუბლი შეასრულა.