მესი და ნეიმარი კოპა ამერიკას საუკეთესო ფეხბურთელები გახდნენ [ვიდეო] #1TVSPORT
სამხრეთ ამერიკის საფეხბურთო კონფედერაციის (CONMEBOL) ტექნიკურ ექსპერტთა ჯგუფმა 2021 წლის კოპა ამერიკას საუკეთესო ფეხბურთელად ორი მოთამაშე დაასახელა.
ექსპერტებმა ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელებად აღიარეს არგენტინელი ლიონელ მესი (ოთხი გოლი და ხუთი საგოლე გადაცემა) და ბრაზილიელი ნეიმარი (ორი გოლი და სამი შედეგიანი გადაცემა).
„შეუძლებელია მხოლოდ ერთი ფეხბურთელის არჩევა, რადგან ამ ტურნირზე არის ორი საუკეთესო მოთამაშე“, – წერია CONMEBOL-ის ოფიციალურ ვებგვერდზე.