„ბარსელონას“ ფორვარდი ლიონელ მესი შეძლებს მინდორზე გასვლას ესპანეთის ჩემპიონატის მეორე ტურში „ბეტისის“ წინააღმდეგ, – ამის შესახებ რამდენიმე ესპანურმა გაზეთმა დაწერა. პირველი ტურის მატჩი „ბილბაოს“ წინააღმდეგ (0:1) მან ტრავმის გამო გამოტოვა.
„სპორტ.ეს“-ის (Sport.es) მონაცემებით, არგენტინელს შეეძლება მინდორზე დაახლოებით 60 წუთის გატარება. საბოლოოდ, ამ საკითხს სამწვრთნელო შტაბთან მატჩის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე შეათანხმებენ.
ამასთან წერენ, რომ მესის მდგომარეობაზე მთავარ დასკვნას პარასკევისა და შაბათის ვარჯიშის შემდეგ გააკეთებენ. თუ ეს ვარჯიშები წარმატებით ჩაივლის, არგენტინელს ძირითად შემადგენლობაში დააყენებენ.
მატჩი „ბარსელონასა“ და „ბეტისის“ მატჩი 25 აგვისტოს გაიმართება და თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.