ესპანეთის ჩემპიონატის ლიდერი „ბარსელონა“ უახლოეს პერიოდში გუნდის კაპიტანთან, ლიონელ მესისთან ახალი კონტრაქტის ყველა დეტალს შეათანხმებს.
გარიგება 2023 წლის ზაფხულამდე იქნება ძალაში, თუმცა მას გააფორმებენ „1+1″ სქემით.
არგენტინელის ამჟამინდელი კონტრაქტი „ბარსელონასთან“ 2021 წლის ზაფხულამდეა მოქმედებს. ახალი ხელშეკრულების ამოწურვამდე ერთი წლით ადრე, 32 წლის ფორვარდი თავად განსაზღვრავს საკუთარ მომავალს.
„ბარსელონასთან“ მესის კონტრაქტებში ყოველთვის არსებობს პუნქტი, რომელიც 10 ივნისამდე მოქმედებს – მისი მიხედვით, არგენტინელს შეუძლია უფასოდ დატოვოს გუნდი ყოველი სეზონის შემდეგ.