მესი არგენტინის ნაკრებში გოლით და მოგებით დაბრუნდა
მესი არგენტინის ნაკრებში გოლით და მოგებით დაბრუნდა

საინტერესო ამხანაგური მატჩი გაიმართა საუდის არაბეთში – სამხრეთამერიკული სუპერკლასიკო არგენტინასა და ბრაზილიას შორის. ეს იყო პირველი მატჩი „ბარსელონას“ კაპიტნისთვის ლიონელ მესისთვის სამთვიანი სანაკრებო დისკვალიფიკაციის შემდეგ. და სწორედ მესის გოლით არგენტინის ნაკრებმა 1:0 მოიგო.

არგენტინელთა კაპიტანმა მე-13 წუთზე გაიტანა გამარჯვების გოლი. „ბარსელონას“ ფორვარდმა ვერ შეძლო პენალტის გამოყენება, მაგრამ იქვე მეკარე ალისონის მოგერიებულს დაამატა.

ამ ეპიზოდამდე სამი წუთით ადრე, პენალტის გატანა ვერ შეძლო ბრაზილიის ნაკრების ფორვარდმა გაბრიელ ჟესუსმა.

გუნდებმა ასეთი შემადგენლობებით ითამაშეს:

არგენტინა: ანდრადა, ფოიტი, პეცელია, ოტამენდი, ტალიაფიკო, დე პაული (90. დომინგესი), პარედესი (82. როდრიგესი), ლო სელსი (59. აკუნია), მესი, ლაუტარო მარტინესი (88. ალარიო), ოკამპოსი (74. გონსალესი).

ბრაზილია: ალისონი, დანილო, ედერ მილიტაო, ტიაგო სილვა, ალექს სანდრო (64. რენან ლოდი), კაზემირო (86. ვესლი), არტური (55. ფაბინიო), ლუკას პაკეტა (46. ფილიპე კოუტინიო), გაბრიელ ჟესუსი (70. რიჩარლისონი), ვილიანი (70. როდრიგო), რობერტო ფირმინო.