მესი არგენტინაში თამაშზე ოცნებობს
მესი არგენტინაში თამაშზე ოცნებობს

„ბარსელონას“ ფორვარდმა ლიონელ მესიმ განაცხადა, რომ ბავშვობიდან ოცნებობს არგენტინაში თამაშზე. მისი სიტყვები მოჰყავს TyC Sports-ს.

„ბავშვობიდან ვოცნებობდი არგენტინაში, „ნიუელს ოლდ ბოისში“ თამაშზე, მაგრამ დღეს ოჯახი მყავს, სამი შვილი და ვცხოვრობ იქ, სადაც მშვიდად ვარ. შემიძლია, ჩემი შვილებისთვის კარგი მომავალი ვუზრუნველყო.

მაგრამ, მინდა დავარწმუნო ოჯახი, წამომყვეს არგენტინაში. დღეს იძულებული ვარ გავითვალისწინო ბავშვების აზრი. პრობლემა იმაშია, რომ ყოველთვის, როცა ერთად სადმე მივდივართ, ტიაგო ღიზიანდება. მას არაფერი მოსწონს არგენტინაში. ყოველ ჯერზე სასწრაფოდ ბარსელონაში უნდა დაბრუნება, მეგობრებთან. ყველაფერი სულ უფრო რთულდება და რთულდება, მაგრამ ოჯახი ჩემი პრიორიტეტია ცხოვრებაში“.