მესი აპირებს, უჩივლოს გამოცემას, რომელმაც „ბარსელონასთან“ მისი კონტრაქტის ფინანსური დეტალები გამოაქვეყნა
კატალონიური გრანდის არგენტინელი თავდამსხმლი გეგმავს, რომ უჩივლოს EL Mundo-ს, რომელმაც „ბარსელონასთან“ მისი კონტრაქტის დეტალები გამოაქვეყნა, – იუწყება El Barca.
წყაროს ინფორმაციით, მესის ადვოკატი აგრეთვე იკვლევს იმ ადამიანების ვინაობას, რომლებსაც ხელშეკრულების პირობებზე ხელი მიუწვდებოდათ.
El Mundo-მ დაწერა, რომ კატალონიური გრანდისა და მისი არგენტინელი სუპერვარსკვლავის, ლიონელ მესის კონტრაქტის ფინანსური დეტალები შეიტყო.
ესპანური გამოცემა ამტკიცებს, რომ 2017 წლის 30 ივნისიდან (ხელშეკრულების გაფორმების თარიღი) კონტრაქტის ამოწურვამდე კატალონიურ კლუბი არგენტინელ ფორვარდს 555 237 619 ევროს გადაუხდის, დღემდე კი ლიონელმა „ბარსელონასგან“ უკვე მიიღო 511 540 545 ევრო.