პოპულარულ საფეხბურთო პორტალ „ჰუსკორდის“ (WhoScored) შეფასებით, ესპანეთის ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტურით ადრე „ლა ლიგას“ საუკეთესო ფეხბურთელია „ბარსელონას“ კაპიტანი ლიონელ მესი – არგენტინელის საშუალო შეფასება ერთ მატჩში 8.65-ს უდრის. ამ მომენტისთვის მესის ანგარიშზე 22 გოლი და 20 შედეგიანი გადაცემაა.
ამ სეზონზე „ლა ლიგას“ ფეხბურთელთა ტოპ-10 ასე გამოიყურება:
1. ლიონელ მესი (ბარსელონა) – 8,65
2. კაზემირო (რეალი) – 7,52
3. ქარიმ ბენზემა (რეალი) – 7,45
4. ლუის სუარესი (ბარსელონა) – 7,34
5. მიკელ მერინო (სოსიედადი) – 7,31
6. ხერად მორენო (ვილიარეალი) – 7,30
7. რაულ გარსია (ბილბაო) – 7,27
8. ნაბილ ფეკირი (ბეტისი) – 7,26
9. ლუკას ოკამპოსი (სევილია) – 7,26
10. ხოსელუ (ალავესი) – 7,24