მესი 2023 წლიდან „ინტერ მაიამიში“ ითამაშებს, თან კლუბის აქციათა 35 პროცენტს შეიძენს #1TVSPORT
მესი 2023 წლიდან „ინტერ მაიამიში“ ითამაშებს, თან კლუბის აქციათა 35 პროცენტს შეიძენს #1TVSPORT

„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდი ლიონელ მესი 2023 წლის ზაფხულში „მეიჯორ ლიგ სოკერში“ (MLS) გადავა სათამაშოდ.

ჟურნალისტ ალექს კანდალას ინფორმაციით, 34 წლის არგენტინელი კიდევ ერთ სეზონს ჩაატარებს „პარი სენ-ჟერმენში“, რის შემდეგაც ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრება. იქ ის შეიძენს კლუბ „ინტერ მაიამის“ აქციათა 35 პროცენტს და შეუერთდება მას ფეხბურთელის ამპლუაში.

ლიონელ მესი „პარი სენ-ჟერმენში“ 2021 წელს გადავიდა თავისუფალი აგენტის სტატუსით. პარიზულ კლუბში ჩატარებულ 33 მატჩში მან 11 გოლი გაიტანა და 13 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

შეგახსენებთ, რომ „ინტერ მაიამის“ ერთ-ერთი მფლობელია დევიდ ბექჰემი.