მესამე წრის სიმბოლური ნაკრებში ყველაზე მეტი ფეხბურთელი „ტორპედოდან“ და „იბერიიდან“ მოხვდა #1TVSPORT
ეროვნული ლიგის ოფიციალურმა ვებგვერდმა მესამე წრის სიმბოლური ნაკრები დაასახელა, რომელიც 4-2-3-1 სისტემით არის შედგენილი.
სიმბოლურ ნაკრებში ყველაზე მეტი, 4-4 წარმომადგენელი ქუთაისის „ტორპედოდან“ და „იბერიიდან“ მოხვდა, თითო მოთამაშეა გორის „დილადან“, წყალტუბოს „სამგურალიდან“ და ბათუმის „დინამოდან“.
მესამე წრის სიმბოლური ნაკრები:
მეკარე: ფილიპ კლიაიჩი (ქუთაისის „ტორპედო“);
მცველები: ცოტნე კაპანაძე („იბერია“), ლუკა ქაფიანიძე (ბათუმის „დინამო“), ნიკა სანდოხაძე (ქუთაისის „ტორპედო“), ლაშა შერგელაშვილი (ქუთაისის „ტორპედო“);
ნახევარმცველები: გიზი მამაგეიშვილი („იბერია“), ლუკა ხორხელი (წყალტუბოს „სამგურალი“), ოთო მამაგეიშვილი („იბერია“);
თავდასხმელები: ტაირელ ვაუტერი (გორის „დილა“), ბიორნ იონსენი (ქუთაისის „ტორპედო“), გიორგი კოხრეიძე („იბერია“).