ოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ 2023 წელს, მესამე ევროპული თამაშები პოლონეთის ქალაქ კრაკოვში ჩატარდება. ამის შესახებ ცნობილი გახდა ევროპის ოლიმპიური კომიტეტის გენერალური ასამბლეის სხდომაზე.
კრაკოვმა მოიგო ფორმალური არჩევნები – ის ერთადერთი კანდიდატი იყო ამ სპორტული ფორუმის ორგანიზებაზე.
შეგახსენებთ, პირველი ევროპული თამაშები 2015 წელს ბაქოში გაიმართა, მეორე თამაშები 21 ივნისს, ბელარუსის დედაქალაქ მინსკში დაიწყო.