ბელგიის ნაკრების ფორვარდმა დრის მერტენსმა შესაძლოა თავის ამჟამინდელ კლუბ „ნაპოლისთან“ კონტრაქტი გააგრძელოს.
„სპორტიტალიას“ ინფორმაციით, ლაპარაკია თანამშრომლობის კიდევ ორი წლით გახანგრძლივებაზე. ბელგიელის წლიური ხელფასი 4 მილიონ ევრო იქნება, რასაც 500 ათასი ევროს ოდენობის ბონუსი დაემატება.
უფრო ადრე, „ნაპოლის“ პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა მერტენსს ერთი კვირა მისცა საკუთარი მომავალის განსაზღვრისთვის.
იტალიის წლევანდელ ჩემპიონატში მერტენსმა 21 მატჩი ჩაატარა, ექვსი გოლი გაიტანა და ხუთი შედეგიანი პასი შეასრულა.