„ლივერპულის“ თავდამსხმელმა მოჰამედ სალაჰმა და მცველმა ენდრიუ რობერტსონმა შესაძლოა „ევერტონის“ წინააღმდეგ მატჩში მონაწილეობა ვერ მიიღონ. მერსისაიდული დერბი 21 ივნისს არის დაგეგმილი და, როგორც ირკვევა, ორივე ზემოხსენებულ ფეხბურთელს ფიზიკურ ფორმასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები აქვს. ამ ინფორმაციას გამოცემა „ათლეტიკი“ ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ „ლივერპული“ ამჟამად პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში ერთპიროვნული ლიდერია და 22 ქულით უსწრებს უახლოეს მდევარ „მანჩესტერ სიტის“. იმ შემთხვევაში, თუ იურგენ კლოპის შეგირდები უახლოეს ორ მატჩს მოიგებენ, ისინი ტურნირის დასრულებამდე შვიდი ტურით ადრე გახდებიან ჩემპიონები.
მატჩი „ევერტონსა“ და „ლივერპულს“ შორის კვირას, 21 ივნისს, თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.