მერსისაიდელების ტრიუმფი - „ლივერპულმა“ „მანჩესტერ იუნაიტედს“ შვიდი უპასუხო გოლი გაუტანა #1TVSPORT
მერსისაიდელების ტრიუმფი - „ლივერპულმა“ „მანჩესტერ იუნაიტედს“ შვიდი უპასუხო გოლი გაუტანა #1TVSPORT

ინგლისის ჩემპიონატის 26-ე ტურის ცენტრალურ მატჩში ერთმანეთს „ლივერპული“ და „მანჩესტერ იუნაიტედი“ დაუპირისპირდნენ.

მერსისაიდელებმა მანჩესტერელებს ენფილდზე უმასპინძლეს და შვიდი უპასუხო გოლი გაუტანეს (7:0).

სტუმრების განადგურება კოდი გაკპომ დაიწყო, რომელმაც მანჩეტერელთა კარი 43-ე წუთზე აიღო. 47-ე წუთზე თავი დარვინ ნუნიესმა გამოიჩინა, რასაც 50-ე წუთზე კვლავ გაკპოს გოლი მოჰყვა, რომელმაც დუბლი შეასრულა. 66-ე წუთზე გოლი სალაჰმაც გაიტანა, 75-ე წუთზე კი უკვე ნუნიესმა გაიფორმა დუბლი.

თანაგუნდელებს არც სალაჰი ჩამორჩა – გოლი 83-ე წუთზე გაიტანა და ეგვიპტელიც დუბლის ავტორი გახდა. „მანჩესტერ იუნაიტედის“ კოშმარს 88-ე წუთზე ფირმინოს გოლიც მოჰყვა და საბოლოო ანგარიში დაფიქსირდა – 7:0 „ლივერპულის“ სასარგებლოდ.

პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში სატურნირო ცხრილს „არსენალი“ ლიდერობს (63 ქულა), „მანჩესტერ იუნაიტედი“ მესამე ადგილზეა (49 ქულა), იურგენ კლოპის შეგირდები კი 42 ქულით ჯერჯერობით მეხუთე პოზიციაზე იმყოფებიან.