ფორმულა 1-ის ჩემპიონმა გუნდმა „მერსედესმა“ 2021 წლის სეზონისთვის განკუთვნილი ბოლიდი წარადგინა. ახალი მანქანის ინდექსია – W12.
ზედიზედ მეორე სეზონია, ბოლიდი გერმანული საჯინიბოსთვის არასტანდარტულ შავ ფერშია გადაწყვეტილი – რასიზმთან ბრძოლის ფარგლებში.
2021 წელს „მერსედესის“ პილოტები კვლავაც ბრიტანელი ლუის ჰემილტონი და ფინელი ვალტერი ბოტასი იქნებიან.
ფორმულა 1-ში ახალი სეზონი 26 მარტს, ბაჰრეინის გრანპრით დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ ბოლო შვიდი სეზონია „მერსედესი“ გუნდურ პირველობას იგებს.