გიორგი მერებაშვილმა დეკემბერში პლოცკის “ვისლას” შემადგენლობაში მშვენიერი თამაშები ჩაატარა. “CANAL+ SPORT”-ის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა იმ 10 მოთამაშეთა შორის დაასახელა, რომელთაგანაც დეკემბრის საუკეთესო ფეხბურთელს გულშემატკივრები ფეისბუქ-გვერდზე შეარჩევენ.
19-ე ტურში, საქართველოს ნაკრების შემტევმა გდინიას “არკასთან” საგოლე გადაცემით გამოიჩინა თავი, მე-20 ტურში ნოვი სონჩის “სანდეციასთან” – გოლით, ხოლო 21-ე ტურში, გასვლაზე ექსტრაკლასას ლიდერის, ვარშავის “ლეგიას” დამარცხებაში (2:0) გიორგიმ ისეთი შთამბეჭდავი თამაში ჩაატარა, ერთდროულად 7 გამოცემამ (?!) ტურის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელა.
ნებისმიერ მსურველს შეუძლია ქვემოთ მითითებულ მისამართზე შევიდეს და ხმა მისცეს მერებაშვილს, რათა ის ექსტრაკლასას დეკემბრის თვის საუკეთესო მოთამაშედ აღიარონ. ფოტოს გახსნისას უნდა დააკომენტაროთ ციფრი-3. ხმის მიცემა პარასკევს, საქართველოს დროით 15:00-საათამდე გაგრძელდება