კორონავირუსთან დაკავშირებული მოვლენების გამო, მარტვილის „მერანმა“ ვარჯიში დროებით შეწყვიტა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის რეკომენდაციით, საქართველოში ეროვნული ჩემპიონატის მატჩები აპრილამდე არ ჩატარდება.
„მერანის“ ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, მარტვილის ცენტრალურ სტადიონზე და სასტუმრო Martvili Palace-ში (სადაც ჩვენი გუნდია დაბინავებული) დეზინფექციის სამუშაოები ჩატარდა.