„მერანმა“ სპარინგში „კოლხეთი 1913“ დაამარცხა
„მერანმა“ სპარინგში „კოლხეთი 1913“ დაამარცხა
მარტვილის „მერანმა“ მორიგი საკონტროლო მატჩი ფოთის „კოლხეთი 1913“-ის წინააღმდეგ გამართა და მეტოქე დიდი ანგარიშით დაამარცხა.
 
მურთაზ ხურცილავას სახელობის სტადიონზე გამართული შეხვედრა მარტვილელებმა 4:0 მოიგეს. „კოლხეთი 1913-ის კარი აიღეს ვანო წილოსანმა (9-ე წუთი), ლევან წოწონავამ (22), დათა წულაიამ (57) და გაგა ჩხეტიანმა (83).
ცნობილი გახდა, რომ ზამთრის პაუზისას „მერანთან“ ხელშეკრულებები 14 ფეხბურთელმა გააგრძელა. გუნდის ახალწვეულები კი არიან ვანო წილოსანი, თემურ შარაშენიძე, ცოტნე ფაცაცია, თურალ რზაიევი, ვაჟა ქიქავა და გიორგი კალანდაძე.
გუნდის საბოლოო დაკომპლექტება ჯერ არ დასრულებულა და ტრანსფერებთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას უახლოეს დღეებში შემოგთავაზებთ.