ეროვნული ლიგა 2-ში სეზონი გადამწყვეტ ფაზაში შედის. დღეს 32-ე ტურის სამი მატჩი გაიმართა. ძირითადად აუტსაიდერთა ჯგუფის წარემომადგენლებმა ითამაშეს. ლიდერებიდან მარტვილის „მერანმა“ ითამაშა და დამაჯერებლად მოიგო.
ვიტ ჯორჯია – მერანი თბ 1:1
გლდანის საფეხბურთო ცენტრში გამართულ შეხვედრაში „ვიტ ჯორჯიამ“ თბილისის „მერანი“ მიიღო და 37-ე წუთზე ცოტნე ჩოთალიშვილის გოლით დაწინაურდა. „მერანმა“ 58-ე წუთზე წონასწორობა აღადგინა. მასპინძელი გუნდს იაგო დეისაძემ გაუტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
ჩიხურა – დინამო ზგ 1:1
ივანწმინდას ცენტრალურ სტადიონზე ანგარიში მე-19 წუთზე საჩხერელთა 17 წლის ნახევარმცველმა, თემურ ნოზაძემ პენალტით გახსნა. 76-ე წუთზე ზუგდიდელმა გიგა წურწუმიამ პენალტი ვერ გამოიყენა, მაგრამ ალექსანდრე სულაძემ დამატებაზე ანგარიში გაათანაბრა.
მერანი მრ – შევარდენი 1906 3:1
დღის ყველაზე უხვგოლიანი შეხვედრა მარტვილის „მურთაზ ხურცილავა – არენაზე“ გაიმართა, სადაც მატჩის გმირი შეიკნე სილა იყო – „მერანის“ მალელმა ლეგიონერმა ჯერ დუბლი (18, 37) შეასრულა, ხოლო 77-ე წუთზე ბაქარ ლაღაძეს მესამე გოლში ასისტენტობა გაუწია. თბილისის „შევარდენიდან“ ერთადერთი გოლი თემურ ბექაურის (82-ე წუთზე) ანგარიშზეა. დუბლით შეიკნე სილამ 16 გოლი დააგროვა და ბომბარდირთა დავაში „გაგრას“ თავდამსხმელს, მაქაცარიას გადაასწრო.
32-ე ტურის დარჩენილი ორი შეხვედრა ორშაბათს, 1 ნოემბერს გაიმართება:
გარეჯი – სიონი
14:00. ცენტრალური – საგარეჯო
გაგრა – რუსთავი
14:00. თბილისის ზღვის ბაზა – თბილისი