„მერანმა“ კონკურენტი „შუქურა“ გასვლაზე დაამარცხა და გალიდერდა #1TVSPORT
„მერანმა“ კონკურენტი „შუქურა“ გასვლაზე დაამარცხა და გალიდერდა #1TVSPORT

ეროვნული ლიგა 2-ის გუნდებმა მე-7 ტურის შეხვედრები გამართეს, რომლის ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი ლიდერის პირველი მარცხი და პირველ ადგილზე მარტვილის „მერანის“ დაწინაურება იყო.

შევარდენი 2 : 1 რუსთავი

კასპის ცენტრალურ სტადიონზე გამართულ შეხვედრაში სამივე გოლი ლეგიონერებმა გაიტანეს. „შევარდენმა“ უპირატესობა იგორ კირიენკოს (25) და ანდრი მოსტოვის (46) გოლებით მოიპოვა. სტუმართა შემტევმა ბანტუ მზვაკალმა (69) სხვაობა შეამცირა. მასპინძლებს ასევე ლეგიონერი, ოლეკსანდრ ვეჩტომოვი (82) გაუძევეს, მაგრამ „რუსთავმა“ ქულა ვერ მაინც გადაარჩინა.

სპაერი 2 : 5 დინამო ზგ

სპაერის“ სტადიონზე ზუგდიდელები ლიგის დებიუტანტს, თბილისის „სპაერს“ შეხვდნენ და წაგებისთვის განწირული შეხვედრის შემოტრიალება მოახერხეს. „სპაერი“ პირველ ტაიმში დავით ნაჭყებიას (43) და გიორგი შუშიაშვილის (45) გოლებით კომფორტული უპირატესობით დაწინაურდა – 2:0, მაგრამ ზუგდიდელებმა მეორე ნახევარში მასპინძლები არაკომფორტულ ვითარებაში თავად ჩააგდეს. მატჩის გმირი არველოდ ხუნჯგურუა (54, 80) იყო, რომელმაც დუბლი შეასრულა და საგოლე გადაცემა ჩაიწერა. თავი ასევე გამოიჩინეს გიორგი ახალაძემ (50 – პენალტი), როინ ჩხაიძემ (56) და მელქისედეკ ცვალემ (82).

შუქურა 1 : 3 მერანი მრ

ტურის ცენტრალური მატჩი ქობულეთის „ჩელე არენაზე“ გაიმართა. გათამაშების ლიდერთა დაპირისპირებაში „შუქურამ“ მარტვილის „მერანს“ უმასპინძლა და სეზონში პირველად დამარცხდა. თუმცა, მასპინძლებმა თამაში კარგად დაიწყეს – ანგარიში 38-ე წუთზე ზურაბ მუსელიანმა გახსნა. მარტვილელებმა მეორე ნახევარში ვითარება რადიკალურად გამოასწორეს – მასპინძელთა კარი აიღეს ნიკოლოზ აფაქიძემ (58), ნკოტო მასოაბიმ (74) და შეიკნე სილამ (89), „მერანს“ უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოუტანეს და კონკურენტ „შუქურას“ ნაცვლად (16 ქულა) პირველ ადგილზე მარტვილური კლუბი (18 ქულა) დააწინაურეს.

სამტრედია 0 : 0 გარეჯი

ეროსი მანჯგალაძე – სამტრედია

ვიტ ჯორჯია 1 : 0 მერანი თბ

გლდანის საფეხბურთო ცენტრი – თბილისი