„მერანმა“ ამხანაგური შეხვედრა მოიგო - სილა მარტვილში სინჯებზეა #1TVSPORT
მარტვილის „მერანმა“ ახალი სეზონისთვის მოსამზადებელი ეტაპი დაიწყო და ამხანაგურ მატჩში აბაშის „ზანას“ 6:0 მოუგო.
ფოთში, ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრში გამართულ შეხვედრაში, მარტვილელებმა უპირატესობა პირველივე ტაიმში მოიპოვეს.
ანგარიში „დინამო თბილისის“ აკადემიის აღზრდილმა, 18 წლის ლუკა არჩაიამ გახსნა. ამის შემდეგ „ზანას“ კარში კიდევ ხუთი გოლი გავიდა. ერთ-ერთი მოჰამედ სილას ანგარიშზეა, რომელიც „მერანში“ ისინჯება.
„მერანი“ – „ზანა“ 6:0
გოლები: 1:0 არჩაია (3), 2:0 სილა (18), 3:0 სეკო (48), 4:0 გეგია (62), 5:0 სეკო (80), 6:0 ჩხაიძე (82).
„მერანი“: ქაჯაია, რუხაია, კუმბა, დაგარგულია, ჭუმბურიძე, ლეჟავა, კიტია, არჩაია, ჟუნიორი, სმირნოვი, სილა.
სათადარიგოები: ნანავა, გეგია, თოდუა, ჩხაიძე, გეგეჭკორი, კვეტენაძე, ერქვანია, წოწონავა, სეკო, ერისთავი.
21 თებერვალს „მერანი“ მეორე ამხანაგურ მატჩს გამართავს – მარტვილელები სამტრედიაში ქუთაისის „ტორპედოს“ დაუპირისპირდებიან.