სანაკრებო პაუზა დასრულდა და ეროვნული ლიგა 2-ის გათამაშება ხვალ განახლდება. მარტვილის „მერანი“ მე-4 ტურში საკუთარ არენაზე ქობულეთის „შუქურას“ უმასპინძლებენ.
ამ მატჩს მარტვილის “მერანი” გაძლიერებული შეხვდება. დათა სიჭინავას შემდეგ, ეროვნული ლიგა 2-მა გუნდმა სანაკრებო პუაზისას ”რუსთავიდან” კიდევ ერთი ფეხბურთელი, ირაკლი კლიმიაშვილიც დაიმატა.
”მერანი” ”რუსთავმა” გააძლიერა – მარტვილში ეროვნულ ნაკრებში ნათამაშები ირაკლი კლიმიაშვილიც ითამაშებს. 29 წლის ნახევარმცველი თამაშობდა ”ვიტ ჯორჯიაში”, რიგის ”სკონტოში”, მახაჩყალის ”ანჟიში”, ტაშკენტის ”ფახტაკორში”, ქუთაისის “ტორპედოში”, გორის ”დილაში”, თბილისის ”ლოკომოტივში”, ხოლო “რუსთავში” 2018 წლის იანვარში ქობულეთის “შუქურადან” დაემატა, თუმცა არ ათამაშებდნენ და ახალ კლუბში გადასვლა გადაწყვიტა – კლიმიაშვილი ”მერანში” იჯარით ითამაშებს.
მარტვილელებმა სერგო კუხიანიძეც მიიწვიეს. 18 წლის თავდამსმხელი ქუთაისის “ტორპედოს” გაზრდილია და წინა სეზონი “ტორპედოს” ახალგაზრდულ გუნდში გამოდიოდა. “მერანის” ახალწვეული საქართველოს 17-წლამდე ნაკრების წევრიც იყო და 19-წლამდელების კანდიდატად განიხილება.