„მერანი“ მოთამაშეთა საშუალო ასაკით ლიგაში ყველაზე ხანდაზნული გუნდია – 30,0 წელი, ამის მიხედავად, „საბურთალოს” 90 წუთი მაღალი პრესინგით ეთამაშა, კარგად ორგანიზებული დაცვით გატანის შანსი არ მისცა და საბოლოოდ, მატჩი 0:0 დააასრულა. გუნდმა ორ ტურში ორი ქულის მოპოვება შეძლო, რაც სეზონის სტარტის ერთ-ერთი მთავარი სენსაციაა.
ეროვნულ ლიგაში მეორე ტური 8 მარტს დასრულდება – „თელავი“ 15:00 საათზე „კავკასიონი არენაზე” გორის „დილას” უმასპინძლებს, ხოლო ტურის ცენტრალური მატჩი „დინამო-არენაზე” შედგება – მოქმედი ჩემპიონი თბილისის „დინამო“18:00 საათზე ვიცე-ჩემპიონს, ბათუმის „დინამოს“ უმასპინძლებს.