მერაბ შარიქაძე მსოფლიო თასზე საკუთარი გუნდის შედეგით გულდაწყვეტილია
დღეს გადაცემა „ტაიმაუტში“ ბორჯღალოსნების კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ რაგბის მსოფლიო თასზე საქართველოს ნაკრების გამოსვლა შეაფასა.
კაპიტანი უკმაყოფილოა იმ შედეგით, რომელიც მან და მისმა გუნდმა იაპონიაში მიმდინარე რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე აჩვენეს.
მერაბ შარიქაძე მიიჩნევს, რომ ნაკრებს პროგრესისთვის აუცილებლად სჭირდება მსოფლიოს უძლიერეს გუნდებთან რეგულარული თამაში.
ბორჯღალოსნების კაპიტანი ამბობს რომ ქართველმა მორაგბეებმა მძიმე და მწარე გამოცდილება მიიღეს, თუმცა გუნდს სწორედ ეს მწარე გამოცდილება გააძლიერებს.