მერაბ კვირიკაშვილის სასამართლო პროცესზე ბრალდების მოწმეები დაკითხეს
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მერაბ კვირიკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა.
დღევანდელ სხდომაზე სასამართლომ კვლავ ბრალდების მხარის მოწმეები დაკითხა. ორივე მოწმემე სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს თანამშრომლები არიან.
როგორც ზაქარია თეთრაძემ და იოსებ ჭელიძემ განაცხადეს, მერაბ კვირიკაშვილს ავტოსაგზაო შემთხვევის თავიდან აცილება არ შეეძლო.
ავტოსაგზაო შემთხვევა 2016 წლის 21 ივლისს ქუთაისის შემოვლით გზაზე მოხდა. შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის მერაბ კვირიკაშვილის მეუღლე.
მომავალი სასამართლო პროცესი 15 მარტს 16:00 სთ-ზე ჩაინიშნა. სასამართლო გამომძიებელს დაკითხავს.