მერაბ დვალიშვილმა „იუ ეფ სი“-სთან (UFC) ახალი კონტრაქტი გააფორმა
მერაბ დვალიშვილმა „იუ ეფ სი“-სთან (UFC) ახალი კონტრაქტი გააფორმა

აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის (UFC) ეგიდით ოტავაში გამართულ ღონისძიებაზე ერიკ კატონას დამარცხების შემდეგ, მერაბ დვალიშვილმა ორგანიზაციასთან ახალი კონტრაქტი გააფორმა. პირველი ხელშეკრულებით, მას „იუ ეფ სი“-ში ოთხი ბრძოლა უნდა გაემართა, რომლიდანაც ორი მოიგო, ხოლო ორში მსაჯთა გადაწყვეტილებით დამარცხდა.

„მოგესალმებით ყველას, მადლობა მხარდაჭერისთვის. ახლა „იუ ეფ სი“-სთან ახალ კონტრაქტს ვაფორმებთ. პირველ ბრძოლებისას ხან ავად ვიყავი, ხან მსაჯების არასწორი გადაწყვეტილების გამო დავისაჯე. ამის მიუხედავად, ყველაფერი კარგად დასრულდა. ახალი ხელშეკრულებით ბედნიერი ვარ, კარგად ვვარჯიშობ და ვემზადები შემდეგი ბრძოლისთვის“, – განაცხადა დვალიშვილმა.


შეგახსენებთ, რომ ქართველი მებრძოლი „სერა ლონგოს დარბაზში“ ვარჯიშობს და მათი გუნდის წევრია.