მექსიკურმა კლუბმა სახელფასო დავალიანება მინდორზე გააპროტესტა (ვიდეო)
მექსიკურმა კლუბმა სახელფასო დავალიანება მინდორზე გააპროტესტა (ვიდეო)

მექსიკურ კლუბ „ვერაკრუსის“ ფეხბურთელებმა საპროტესტო აქცია მოაწყვეს „ტიგრესთან“ მატჩში: სახელფასო დავალიანების გამო, სასტარტო ოთხ წუთსა და 20 წამში ფეხბურთელები დემონსტრაციულად არ იღებდნენ მატჩში აქტიურად მონაწილეობას და უბრალოდ იდგნენ მინდორზე.

„ტიგრესმა“ მხარი დაუჭირა აქციას ერთი წუთი, მაგრამ შემდეგ თამაში დაიწყო და ამ დროის განმავლობაში, ორი გოლი გაიტანა: თავდაპირველად, ცარიელი კარი აიღო ედუარდო ვარგასმა, შემდეგ შეტევაში – ანდრე-პიერ ჟინიაკმა. ამ უკანასკნელისთვის ეს მე-100 გოლი იყო მექსიკის ჩემპიონატში.

„მათ შესანიშნავად იცოდნენ, რომ ჩვენ რამდენიმე წუთი არ ვითამაშებდით, – თქვა „ვერაკრუსის“ ვეტერანმა კარლოს სალსიდომ. – სამწუხაროა, რომ ისინი ასე მოიქცნენ. ჩვენ ყველანი პროფესიონალები ვართ და ფეხბურთში ვიმყოფებით. მაგრამ თავად ნახეთ, რაც მოხდა.

„ტიგრესის“ კაპიტანმა გვიდო პისარომ ახსნა სიტუაცია: „ფეხბურთელებმა მართლაც ვიცოდით საპროტესტო აქციის შესახებ, მაგრამ ის უნდა გაგრძელებულიყო ერთი წუთი სასტარტო სასტვენის შემდეგ“. მატჩის წინ, „ვერაკრუსის“ კაპიტანმა აქციის სამი წუთით გაგრძელებს შესთავაზა მეტოქეს, მაგრამ „ტიგრესის“ ფეხბურთელები არ დათანხმდნენ.

მერვე წუთზე „ტიგრესმა“ მესამე გოლი გაიტანა, საბოლოოდ კი 3:1 მოიგო და მესამე ადგილზეა მექსიკის ჩემპიონატში. „ვერაკრუსი“ ბოლო ადგილზე იმყოფება.

საფინალო სასტვენის შემდეგ, „ვერაკურსის“ მოთამაშეებმა უარი თქვეს მეტოქისთვის ხელის ჩამორთმევაზე – ამის ნაცვლად, დემონსტრატიულად დაუკრეს ტაში.