მექსიკის გრანპრი, შესაძლოა, 2019 წელს ბოლოჯერ გაიმართოს, – იტყობინება F1i. ამის მიზეზი გახდა მექსიკის მთავარობის უარი, გააგრძელოს მხარდაჭერა ეტაპის ჩატარებაზე.
„დეტალურად უნდა გავაანალიზოთ სიტუაცია და გავარკვიოთ, როგორ შეგვიძლია გადავწყვიტოთ ეს პრობლემა. მთავრობის გეგმები გასაგებია – მათ არ სურთ გადასახადების გადამხდელთა ფულის დახარჯვა ფორმულა 1-ის ეტაპის ჩასატარებლად. მექსიკაში მოსახლეობის დიდი ნაწილი სიღარიბის ზღვარზეა, ფორმულა 1-ის მექსიკაში დაბრუნება კი დაკავშირებული იყო კორუპციასთან – ძალიან ბევრი ქრთამი გაიცა იმისთვის, რომ ეტაპი მექსიკაში დაბრუნებულიყო“, – განაცხადა ყოფილმა სპორტსმენმა და ეროვნული სპორტული კომიტეტის წევრმა ანა გევარამ.
აქამდე, მექსიკის გრანპრი ზედიზედ სამჯერ დასახელდა სეზონის საუკეთესო ეტაპად.