საშუალო წონაში ორი ვერსიით (WBC და WBA) მსოფლიოს ჩემპიონი საულ ალვარესი 2018 წელს, მექსიკის საუკეთესო სპორტსმენი გახდა, – იტყობინება BoxingScene.
წელს, 28 წლის მექსიკელმა მხოლოდ ერთი ბრძოლა ჩაატარა, რომელშიც მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოუგო ყაზახ გენადი გოლოკინს.
ალვარესი პირველი მოკრივეა, რომელმაც მექსიკაში წლის სპორტსმენის ტიტული დაიმსახურა. ჯილდო მას პირადად გადასცა ქვეყნის პრეზიდენტმა ენრიკე პენია ნიეტომ.
შემდეგ ორთაბრძოლას ალვარესი 15 დეკემბერს, ნიუ იორკში ჩაატარებს. მისი მეტოქე იქნება WBA-ის ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონი სუპერსაშუალო წონაში ბრიტანელი როკი ფილდინგი.