ეროვნული საფეხბურთო ლიგის გამარჯვებული ქუთაისის „ტორპედო“ გახდა. გუნდმა სეზონის დასრულებამდე 6 ტურით ადრე თბილისის “დინამოსთან” 11-ქულიანი ჩამორჩენა ჰქონდა, მაგრამ ბოლო ტურში გადაასწრო.
ლოგიკურია, რომ ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობამ მეოთხე წრის საუკეთესო მოთამაშედ ტორპედოელთა კაპიტანი როინ კვასხვაძე დასახელდა, ხოლო საუკეთესო მწვრთნელად ქუთაისელების თავკაცი – კახა ჩხეტიანი.
ქუთაისში იმყოფებოდა სფფ-ს გენერალური მდივანი დავით მუჯირი, რომელმაც ნომინანტებს პრიზები გადასცა.