მეოთხე ადგილი ბანიკოვის ტურნირზე - ქართველი 17-წლამდელები ბულგარეთთან დამარცხდნენ #1TVSPORT
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები უკრაინაში დასრულებულ ვიქტორ ბანიკოვის სახელობის ტურნირზე მესამე ადგილითვის მატჩში ბულგარეთის შეხვდა და მინიმალური ანგარიშით დამარცხდა.
ტრადიციული ტურნირის მცირე ფინალში იორდან პეტკოვის გაწვრთნილებმა ანგარიში მე-2 წუთზე გახსნეს. ჩვენი გუნდის კარი ნეჯიბ ჰაჯამ აიღო. ეს მატჩში ერთადერთი გოლი აღმოჩნდა. გიორგი ჩიტაურის გუნდის მცდელობის მიუხედავად, ანგარიში აღარ შეცვლილა – საქართველოს ნაკრები 0:1 დამარცხდა.
შედეგად, მე-3 ადგილი ბულგარეთის ნაკრებმა დაიკავა, ხოლო საქართველოს ნაკრებმა ტურნირი მე-4 პოზიციაზე დაასრულა. ჩიტაურის გუნდმა ტურნირზე სულ 4 მატჩი ჩაატარა და ორი მოიგო – უზბეკეთთან (4:3) და სლოვაკეთთან (2:0), ხოლო ორი წააგო – ბულგარეთის გარდა, ჩვენი ნაკრები ტურნირის ფინალისტმა თურქეთმა ჯგუფური ეტაპის პირველი შეხვედრის ბოლო წუთზე 2:1 დაამარცხა.