მეორე წრის სიმბოლური გუნდი ცნობილია - რჩეულ თერთმეტეულში ბათუმის „დინამოს“ ოთხი ფეხბურთელია#1TVSPORT
ეროვნული ლიგის ოფიციალურმა ვებგვერდმა ეროვნული ლიგის მეორე წრის სიმბოლური გუნდი დაასახელა.
სიმბოლური ნაკრები
მეკარე – ლაზარე კუპატაძე (ბათუმის „დინამო“)
მცველები: ლადო მამუჩაშვილი (ბათუმის „დინამო“), ლუკა ქაფიანიძე (ქუთაისის „ტორპედო“), დავით კობოური („დინამო თბილისი“), გიორგი ლაცაბიძე („საბურთალო“)
ნახევარმცველები: დმიტრი მანდრიჩენკო („საბურთალო“), ბენჯამინ ტეიდი (ბათუმის „დინამო“), ომარ-ულად იმრანი („ლოკომოტივი“)
თავდამსხმელები: სერგო კუხიანიძე (წყალტუბოს „სამგურალი“), ზორან მარუშიჩი („დინამო თბილისი“), გიორგი ფანცულაია (ბათუმის „დინამო“)
სიმბოლურ ნაკრებში ყველაზე მეტი, ოთხი მოთამაშე ბათუმის „დინამოდან“ მოხვდა, 2-2 წარმომადგენელი ჰყავთ „დინამო თბილისსა“ და „საბურთალოს“, ხოლო 1-1 ქუთაისის „ტორპედოს“, წყალტუბოს „სამგურალსა“ და თბილისის „ლოკომოტივს“.